loader

ზვიად ძიძიგური - გია თორთლაძე, როგორც პოლიტიკოსი, ჩემთვის 2007-2008 წლებში გარდაიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ზვიად ძიძიგური - გია თორთლაძე, როგორც პოლიტიკოსი, ჩემთვის 2007-2008 წლებში გარდაიცვალა


გია თორთლაძე როგორც პოლიტიკოსი, ჩემთვის 2007-2008 წლებში გარდაიცვალა, - ამის შესახებ "კონსერვატიული პარტიის" ხელმძღვანელმა ზვიად ძიძიგურმა დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა. მისი თქმით, თორთლაძეს არ აქვს უფლება, ვინმეს დაფინანსებაზე ისაუბროს.

"ბიძინა ივანიშვილმა თავის დროზე საჩხერის ბატალიონის ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი შეიტანა. თუ ბიზნესმენმა ეს რუსული ფულით გააკეთა, ხელისუფლებას უნდა ეზრუნა, რომ ფული თავდაცვაში არ მოხვედრილიყო", - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

როგორც მან განაცხადა, გია თორთლაძე არის "ნაციონალური მოძრაობის" მიკროფონი და არ აქვს უფლება ისაუბროს ვინმეს დაფინანსებაზე, მითუმეტეს  ბიძინა ივანიშვილის კონტექსტში.

"დემოკრატიული პარტიის" ლიდერმა გია თორთლაძემ გუშინდელ პრეკონფერენციაზე განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი რუსული ფულით აფინანსებს "რესპუბლიკელებს", ირაკლი ალასანიას, ზვიად ძიძიგურისა და კობა დავითაშვილის პარტიებს. ამავე შინაარსის განცხადება თორთლაძემ დღეს პარლამენტის რიგგარეშე სესიაზეც გააკეთა.

ასევე იხილეთ: გია თორთლაძის მიერ ”ივანიშვილის რუსული ფულის” ხსენებას პარლამენტში შელაპარაკება მოჰყვა
გია თორთლაძე: ივანიშვილის რუსული ფული "რესპუბლიკელებს", ალასანიას და სხვებს ურიგდებათ