X
მიხეილ სააკაშვილის პირველი კომენტარი გუბაზ სანიკიძისა და ნიკა მელიას დაპირისპირების შემდეგ
10:28 / 03-11-2020
მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს: 

"მე საქართველოში ვერ ვბრუნდები არა იმიტომ, რომ რომელიმე ოპოზიციის წევრს არ სურს დავბრუნდე, არამედ იმის გამო, რომ ვიმყოფები პოლიტიკურ დევნილობაში არსებული დანაშაულებრივი რეჟიმის მიერ, რომელმაც ამ დღეებში ქართველ ერს მოპარა თავისუფალი არჩევანის უფლება. პრაქტიკულად, ივანიშვილმა მთელი საქართველოს დღევანდელ და მომავალ თაობებს წაართვა პერსპექტივა.
მიმაჩნია, რომ ამ დანაშაულებრივი რეჟიმის წინააღმდეგ ყველა ოპოზიციური პარტიის ერთობა არის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ნებისმიერი პიროვნების ბედი, თუნდაც ეს იყოს ჩემი მოკრძალებული პიროვნება.

მადლიერი ვარ იმ ხალხის, ვინც ჩემი დაბრუნების საკითხს აყენებს, რა თქმა უნდა, ჩემთვის უმძიმესია მრავალწლიანი განშორება სამშობლოსთან და ჩემთვის სამშობლოს მიწაზე ფეხის დადგმა - ეს არის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე რომელიმე თანამდებობა ან ნებისმიერი პოლიტიკური როლი.
მე არ მივისწრაფვი რაიმე ექსკლუზიური როლისთვის, მე ვარ ერთ-ერთი თანასწორთა შორის.

ახლა ყველანი უნდა ვკონცენტრირდეთ ოლიგარქის მიერ ჩატარებული მანიპულაციების წინააღმდეგ, რადგან ეს უსამართლობა არ შერჩეს ივანიშვილს.
აქვე ვიტყვი, თუ ქართული ოპოზიციური ერთობა ჩათვლის, რომ ივანიშვილის დასამარცხებლად ჩემი ჩამოსვლა იქნება ერთ-ერთი იარაღი, გარწმუნებთ, ვიპოვი საშუალებას საქართველოში შემოღწევის და ვერანაირი წინაღობა ამ სურვილს ხელს ვერ შეუშლის. ჩემი უსაფრთხოება მეასეხარისხოვანია მაშინ, როცა სამშობლოს ვკარგავთ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს რაიმე განხეთქილების ან უთანხმოების თემა. მაშინ, როდესაც უკვე მიღწეულია უმნიშვნელოვანესი შეთანხმება ოპოზიციურ პარტიებს შორის" - წერს სააკაშვილი.
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
“ეს რომ აქვს კირჩხიბს, მე ასეთი არ ვიცი რა“ - როგორ ახასიათებს მიხეილ ცაგარელი ზოდიაქოს ყველა ნიშანს და რა თვისებებს აიღებდა მათგან?
ლელა წურწუმია პირდაპირ ეთერში ატირდა - აჩიკო მეფარიძის უმძიმესი ისტორია, რომელიც არავინ იცოდა
როდის მთავრდება გოგონებში ზრდა და რა ფაქტორები მოქმედებს სიმაღლეზე?
ნინო ჩხეიძისა და ირაკლი კაკაბაძის ახალმა დუეტმა ინტერნეტი ააფეთქა - რა მოხდა გადაცემის მსვლელობისას?
“ყველაზე მაგარი ტაქსის მძღოლი“ - რა ვიდეოს უქვეყნებს მერაბ დვალიშვილი ლიანა ჯოჯუას ლას- ვეგასიდან?
“წამიერად მოშორდა ბავშვს და ისევ თავს დაესხა, ახლა უკვე ორივე... ძლივს მოვიდა სახლამდე“ - რა მოხდა დიდ დიღომში?
"ჩავარდა ეს ეთერი, მორჩა კინო... მთავარია, რომ არ გამაგდონ სამსახურიდან“ - ჟურნალისტმა და რესპოდენტმა პირდაპირ ეთერში სიცილი ვერ შეიკავეს 
“მიყვარხარ პატრიარქო“ - უწმინდესისა პატარა ბიჭის ემოციურმა ვიდეომ ინტერნეტი დაიპყრო