loader

მოკვეთილი თავები, აყვანილი მძევლები, მუქარა მაკრონს - რა ხდება ევროპაში, სადაც ტერაქტების მაქსიმალური დონეა გამოცხადებული? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მოკვეთილი თავები, აყვანილი მძევლები, მუქარა მაკრონს - რა ხდება ევროპაში, სადაც ტერაქტების მაქსიმალური დონეა გამოცხადებული?

ევროპის ქვეყნებში ტერაქტების სერიები გრძელდება. ამჯერად იერიში ავსტრიის დედაქალაქ ვენაზე მიიტანეს. გუშინ, გვიან ღამით, ქალაქის ცენტრში, სინაგოგასთან სროლის შედეგად 3 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 15 კი დაშავდა. ბოლო ინფორმაციით, პოლიციამ მომხდართან დაკავშირებით ექსტრემისტული დაჯგუფების, „ისლამური სახელმწიფოს“ მომხრე დააკავა. თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ხელისუფლება არ გამორიცხავს, რომ დამნაშავეთა რაოდენობა უფრო მეტი იყოს. ამ დროისთვის ვენაში 1 000-მდე პოლიციელია მობილიზებული.

ავტორი: ნინი გოგიშვილი