loader

ყარაბაღის დაკარგვა, ხელისუფლების ჩამოშლა, ნაცემი პარლამენტარი - რა ხდება სომხეთში? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ყარაბაღის დაკარგვა, ხელისუფლების ჩამოშლა, ნაცემი პარლამენტარი - რა ხდება სომხეთში?

სომხეთში გუშინ გვიან ღამით არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ  სომხეთი, აზერბაიჯანი და რუსეთი მთიან ყარაბაღში ცეცხლის სრულმასშტაბიან შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. პარალელურად კი, ფაშინიანი ვალდებულებას იღებს აზერბაიჯანს დაუბრუნოს - 20 ნოემბრამდე სომხეთის კონტროლის ქვეშ მყოფი აგდამისა და გაზახის რაიონები, 15 ნოემბრამდე კელბაჯარის, ხოლო 1 დეკემბრამდე - ლაჩინის რაიონები. სამაგიეროდ სომხეთი იტოვებს 5 კილომეტრის სიგანის ლაჩინის დერეფანს, რომლითაც ქვეყანა შეინარჩუნებს მიმოსვლას მთიან ყარაბაღთან. უსაფრთხოებას კი ამ არეალში დაახლოებით 2000 კაციანი რუსეთის სამშვიდობო ქვედანაყოფი ხუთი წლის განმავლობაში დაიცავს. საპასუხოდ აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, რუს სამშვიდობოებთან ერთად, მთიან ყარაბაღში თურქი სამშვიდობოებიც შევლენ.


ავტორი: ნინი გოგიშვილი