loader

რა ხდება ამ წუთებში გლდანში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდება ამ წუთებში გლდანში

გლდანის მე-10 საოლქო-საარჩევნო კომისიის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერები შემაჯამებელი სხდომის მიმდინარეობის პარალელურად, არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ შედეგები გაყალბებულია. ასევე, როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, თამარ ჟვანიამ სასწრაფოდ უნდა დატოვოს თანამდებობა.

აქციის მონაწილეებს საოლქო-საარჩევნო კომისიასთან მიტანილი აქვთ პლაკატები: "ბიძინას პირადი ნოტარიუსი"; "კმარა მონობა"; "ძალა ხალხშია"; "ჟვანია ციხეში".
ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები.

ცნობისთვის, საოლქო-საარჩევნო კომისიები დღეს ბოლო სხდომებს მართავენ. სხდომებზე კომისიები კენჭისყრის შედეგებს შეაჯამებენ და პროპორციულ და მაჟორიტარულ არჩევნებთან დაკავშირებულ მონაცემებს შემაჯამებელ ოქმებში შეიტანენ. ამით საოლქო-საარჩევნო კომისიებს კენჭისყრის შედეგების დასაჯამებლად განკუთვნილი ვადა ეწურებათ.