loader

დღეს სიკეთის საერთაშორისო დღეა - რა არის სიკეთე და როგორი ადამიანები სჩადიან კეთილ საქმეებს? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დღეს სიკეთის საერთაშორისო დღეა - რა არის სიკეთე და როგორი ადამიანები სჩადიან კეთილ საქმეებს?

13 ნოემბერი სიკეთის საერთაშორისო დღეა, რომელიც 1998 წლიდან არსებობს და ჯერ მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის, აშშ-ში აღინიშნება.

ამ დღის მთავარი მიზანი საზოგადოებაში კეთილი საქმეების წამოწევაა, რაც, საერთო ჯამში, ადამიანებს შორის შლის რასობრივ, რელიგიურ, პოლიტიკურ, გენდერულ და სხვა საზღვრებს. სიკეთის დღეს არსებობს ტრადიცია - „კეთილი ბარათების“ გადაცემა, რომლებზეც ადამიანები ან სხვის უკვე გაკეთებულ კეთილ ქმედებას აწერენ, ან სთხოვენ ვინმეს, გააკეთოს მსგავსი.

რეალურად, რა არის „სიკეთე“ ფსიქოლოგიურ ენაზე? ამის შესახებ ფსიქოლოგი ქეთი დალინკევიჩი ამბობს, რომ ეს ის ქმედებაა, როდესაც ადამიანი სხვის მიმართ დახმარებას სავსებით ნებაყოფლობით ახორციელებს.

ავტორი: ეკა აბაშიძე