loader

როგორ გადავურჩეთ 2020 წელს და რა უნდა იცოდნენ ახალგაზრდებმა? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ გადავურჩეთ 2020 წელს და რა უნდა იცოდნენ ახალგაზრდებმა?

2020 წელი მთელი მსოფლიოსთვის რთულ წლად ითვლება. გარდა კორონავირუსისა, საქართველოს მსგავსად, პოლიტიკურად არასტაბილური სიტუაციაა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. ბელარუსში საპროტესტო აქციები რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. 27 სექტემბრიდან დაძაბული ვითარებაა ყარაბაღში, სადაც დაპირისპირებას ათობით სამხედრო მოსამსახურე და მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა. საპროტესტო აქციებია ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც რამდენიმე დღის წინ საპრეზიდენტო არჩევნები დასრულდა. პარალელურად კი, ჩვენს ქვეყანაში საზოგადოების ნაწილი და ოპოზიცია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს პერმანენტული აქციებით აპროტესტებს. მიუხედავად იმისა, რომ დღეს მსოფლიოს ბევრ წამყვან ქვეყანაში რთული პოლიტიკური და სოციალური მდგომარეობაა, საქართველოში ბევრი ახალგაზრდა ქვეყნიდან გაქცევას ზუსტად ისე ნატრობს, როგორც „ჯინსების თაობა“.

ავტორი: ნინი გოგიშვილი