loader

"ნუ გეშინია, გეთამაშება" - აფხაზეთში რუს ტურისტს ლომი თავს დაესხა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ნუ გეშინია, გეთამაშება" - აფხაზეთში რუს ტურისტს ლომი თავს დაესხა

აფხაზეთში დედალი ლომი რუს ტურისტს თავს დაესხა. ვიდეო სოცქსელებში მოხვდა და სწრაფად გავრცელდა. 

როგორც კადრებში ჩანს, ცხოველი უკანა ორ თათზე დგება და ტურისტის ხელს პირში იდებს. 

"ის უბრალოდ გეთამაშებათ" - ეძახის ამ დროს ლომის პატრონი ტურისტს და ცდილობს, ოთხფეხა "მეგობარი" უკან გამოათრიოს. 

საბოლოოდ ლომმა ტურისტის ტანსაცმელი თავისი ეშვებით გახვრიტა.

ადგილობრივები ჰყვებიან, რომ "დიდი კატა" პატრონმა ბოკვერობიდან მიიყვანა, თუმცა რაც იზრდება, მით უფრო აგრესიული ხდება.