loader

ნიდერლანდების პოლიციამ აეროპორტში საქართველოს კოვიდინფიცირებული მოქალაქე დააკავა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნიდერლანდების პოლიციამ აეროპორტში საქართველოს კოვიდინფიცირებული მოქალაქე დააკავა

ნიდერლანდების აეროპორტში საქართველოს კოვიდინფიცირებული მოქალაქე დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ნიდერლანდების სამეფოს სამხედრო პოლიცია სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, 32 წლის საქართველოს მოქალაქე, რომელიც მალტაში გამგზავრებას აპირებდა, შიპჰოლის აეროპორტში შეურაცხყოფის მცდელობისთვის დააკავეს. მგზავრის შემოწმებისას ავიაკომპანიის თანამშრომელმა აღმოაჩინა, რომ მოქალაქეს თან ჰქონდა წერილი, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ მას კორონავირუსის ტესტზე დადებითი პასუხი ჰქონდა მიღებული. მამაკაცი დაუყოვნებლივ საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს.

გამოძიება ჩრდილოეთ ჰოლანდიის პროკურატურის ხელმძღვანელობით მიმდინარეობს.