loader

"ყუმბარები, ხელკეტები და მსხვერპლი" - რა უნდა ვიცოდეთ მასობრივ აქციებზე, რომლებიც ბელარუსსა და პერუში მიმდინარეობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ყუმბარები, ხელკეტები და მსხვერპლი" - რა უნდა ვიცოდეთ მასობრივ აქციებზე, რომლებიც ბელარუსსა და პერუში მიმდინარეობს

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში საპროტესტო აქციების სერია კვლავ გრძელდება. ჯერ კიდევ 9 აგვისტოდან ბელარუსში მოსახლეობა პერმანენტულად საპრეზიდენტო არჩევნების თავიდან ჩატარებასა და ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვს. კვირას გამართული მშვიდობიანი აქცია კი სპეცრაზმის გამოყენებით დასრულდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, საპროტესტო მსვლელობის დროს მონაწილეთა დასაშლელად პოლიციამ რეზინის ტყვიები, წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზიც გამოიყენა. მინსკში, მეტროსადგურ „პუშკინსკაიასთან“, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, უფლებების დაცვის ცენტრის, „ვიესნას“ ცნობით, სამართალდამცველებმა 1100-ზე მეტი პირი დააკავეს. დაკავებულებს შორის არიან არასრულწლოვნები და ჟურნალისტები. მთავრობა დაკავებების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს, თუმცა მათი რაოდენობის შესახებ ოფიცილური კომენტარი ჯერ კიდევ არ გაუკეთებიათ.

ავტორი: ნინი გოგიშვილი