loader

რა ხდება ამ წუთებში ბათუმში - რამდენიმე პირი დაკავებულია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდება ამ წუთებში ბათუმში - რამდენიმე პირი დაკავებულია

აჭარის მთავრობის სახლთან ხმაურია. დაპირისპირება მოძრაობა "არ დათმოს" წევრებსა და სამართალდამცველებს შორის მიმდინარებს. აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის შენობაზე სტიკერების "არ დათმოს" გაკვრას ცდილობენ, რის საშუალებასაც სამართალდამცველები არ აძლევენ. დაპირისპირებისას სამართალდამცველებმა რამდენიმე პირი დააკავეს. აქციაზე ერთი ადამიანი შეუძლოდ გახდა.

"თითოეულ ხმას დავიცავთ და მოგიწოდებთ, რომ არ დათმოთ. სტიკერების გაკვრას ვცდილობთ, რის საშუალებასაც არ გვაძლევენ. არ დავთმობთ ტერიტორიებს, ჩვენ ანტისაოკუპაციო მოძრაობა ვართ", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

აქციაზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებიც იმყოფებიან, რომლებსაც 24-საათიანი პროტესტი აქვთ და მიმდებარე ტერიტორიაზე კარვები აქვთ გაშლილი.