loader

3 ჟურნალისტი რომელმაც ტვ პირველი დატოვა - რა გახდა გადაწყვეტილების მიღების მიზეზი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

3 ჟურნალისტი რომელმაც ტვ პირველი დატოვა - რა გახდა გადაწყვეტილების მიღების მიზეზი?

3 ჟურნალისტი რომელმაც ტვ პირველი დატოვა - რა გახდა გადაწყვეტილების მიღების მიზეზი?

ტელეწამყვანებმა თეონა ბაკურიძემ და თამარ ჩიხლაძემ, ასევე, პროდიუსერმა ნათია ზოიძემ “ტვ პირველი” დატოვეს.
ინფორმაცია “ნეტგაზეთს” სამივე მათგანმა დაუდასტურა.
“ჩემი გადაწყვეტილება არ უკავშირდება სარედაქციო თავისუფლების საკითხს. “ტვ პირველმა” მომცა ჩემთვის უმნიშვნელოვანესი პროექტი “ღამის ამბები”, რის გამოც ძალიან მადლიერი ვარ, თუმცა, საბოლოდ, გადაწყვეტილებას ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით იღებ. ამ ეტაპზე ეს ჩემი არჩევანია. აღარ მოვისურვე ჩემი სატელევიზიო კარიერის გაგრძელება ამ სივრცეში. სამომავლო საქმიანობას რაც შეეხება, ჯერ არანაირი გადაწყვეტილება არ მიმიღია”, – უთხრა “ნეტგაზეთს” თამარ ჩიხლაძემ.