loader

კორონავირუსით ინფიცირების რიცხვი კატასტროფულად გაიზარდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კორონავირუსით ინფიცირების რიცხვი კატასტროფულად გაიზარდა

დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 443 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 89 395-ს.

დღეის მდგომარეობითაც ნარჩუნდება პოზიტიური დინამიკა გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 539 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 71 468-მდე.

ბოლო 24 საათში დაფიქსირდა გარდაცვალების შემთხვევებიც. 37 ადამიანი გარდაიცვალა. მათ შორის თბილისში - 19 ადამიანი, აჭარაში - 9, იმერეთში - 6, შიდა ქართლში - 1, ქვემო ქართლში - 1, ხოლო სამცხე-ჯავახეთში - 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ დაფიქსირდა 815 გარდაცვალების შემთხვევა.

დღეს გამოვლენილი 3 443 შემთხვევიდან დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები შემდეგი სახით გამოიყურება: თბილისში გამოვლენილია 1 318 შემთხვევა, აჭარა - 512, იმერეთი - 562, ქვემო ქართლი - 163, შიდა ქართლი - 178, გურია - 64, სამეგრელო და ზემო სვანეთი - 368, კახეთი - 85, მცხეთა-მთიანეთი - 54, სამცხე-ჯავახეთი - 106, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 33.

ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 17 086. მათგან 5 763 მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 650, აჭარაში - 925, იმერეთში - 1 175. მძიმე პაციენტი - 836, მათ შორის, თბილისში - 411, აჭარაში - 140, იმერეთში - 177. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე - 371 პირი, მათ შორის, თბილისში - 163, აჭარაში - 115, იმერეთში - 30.

3 435 პირი არის "კოვიდ-სასტუმროში", მათ შორის, 1 667 - აჭარაში, 1 151 - თბილისში, ხოლო 313 - იმერეთში. 7 888 მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეში იმყოფება 2 370 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 442, აჭარაში -1 256, ხოლო იმერეთში - 32.

სულ 6 ოქტომბრიდან 17 ნოემბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია 16 053 პირი.

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 52 079 პირი, საიდანაც თბილისში - 14 881 პირი, აჭარაში - 16 724, იმერეთში - 5 387.
37 ადამიანი გარდაიცვალა.