loader

"ცოტა მეუხერხულება" - თენგიზ ცერცვაძე წერილს აქვეყნებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ცოტა მეუხერხულება" - თენგიზ ცერცვაძე წერილს აქვეყნებს

"ჯანმრთელობის მდგომარეობა იგივეა და მკურნალობას სახლში ვაგრძელებ - ღამით ტემპერატურა 37.5 გრადუსი მქონდა. ისევ მაწუხებს თავის და ყელის ტკივილი. ძლიერი ხველა და სისუსტე" - ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძე წერს.

"მოგესალმებით.
ცოტა მეუხერხულება ჩემ შესახებ ამდენი ვწერო, თუმცა ვინაიდან ინტერესი დიდია და შეუძლებელია ყველა სატელეფონო ზარს ვუპასუხო, აქ დავწერ: ჯანმრთელობის მდგომარეობა იგივეა და მკურნალობას სახლში ვაგრძელებ - ღამით ტემპერატურა 37.5 გრადუსი მქონდა. ისევ მაწუხებს თავის და ყელის ტკივილი. ძლიერი ხველა და სისუსტე.
მიუხედავად ამისა, ვცდილობ, ვიყო მხნედ და არ ჩამოვრჩე მოვლენებს. მაგალითად: გუშინ დისტანციურად მონაწილეობა მივიღე საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში. ფეისბუქში დავწერე მადლობის წერილი, რომელიც თქვენ გეკუთვნით - ვინც ინტერესდებით ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობით.
რაც შეეხება ჩემს მეუღლეს - ანა თოფურია თავს უკეთ გრძნობს. ღამით სხეულის ტემპერატურა 37.1 გრადუსი ჰქონდა. უმნიშვნელოდ აწუხებდა ყელის და სახსრების ტკივილი.
თუ ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა, მკურნალობას სტაციონარში გავაგრძელებ...
სულ ეს არის და ეს...
გაუფრთხილდით თავს და გისურვებთ ჯანმრთელობას..."