loader

ის, რაც კაცებმა ვერ გააკეთეს, ქალებმა შეძლეს - საფეხბურთო ისტორია დაწერილია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ის, რაც კაცებმა ვერ გააკეთეს, ქალებმა შეძლეს - საფეხბურთო ისტორია დაწერილია

საქართველოს ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს 12 ნოემბერს ისტორიული შანსი მიეცა. ევროპის ჩემპიონატამდე მათ 1 მოგება აშორებდათ, თუმცა სტუმრად ჩამოსული ჩრდილოეთი მაკედონია ჩვენზე ძლიერი აღმოჩნდა და 1:0 დაგვამარცხა. ამ წაგებით კი კიდევ 4 წლით გაგვიქრა დიდ ტურნირზე მოხვედრის ყველანაირი შანსი. ისტორიის დაწერა კაცებმა ვერ შეძლეს, თუმცა ეს ლანჩხუთის ქალთა საფეხბურთო გუნდმა მოახერხა და პირველად ქართული გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე, თანაც 1/16-ფინალში მიიღებს მონაწილეობას.

ავტორი: ნინი გოგიშვილი