"ვფიქრობ, საღი აზრი აჯობებს და მივიღებთ მრავალპარტიულ წარმომადგენლობით პარლამენტს" - ბიძინა ივანიშვილი
16:15 / 21-11-2020
"ზოგიერთი პოლიტიკური პარტია ზედმეტად ემოციურად, გადაჭარბებულად, ამბიციურად აფიქსირებს პოზიციებს, თუმცა ვფიქრობ, საღი აზრი აჯობებს და მივიღებთ მრავალპარტიულ წარმომადგენლობით პარლამენტს", - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა არჩევნების მეორე ტურზე ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.