loader

კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი კატასტროფულად გაიზარდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი კატასტროფულად გაიზარდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4 048 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 856 პირი. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაშია ნათქვამი.

დღეისმდგომარეობით, ბოლო 24 საათისგანმავლობაშიგამოვლენილიავირუსითინფიცირების 4 048 ახალიდადასტურებულიშემთხვევა. ქვეყანაშიკოვიდ-19-ისპანდემიისგავრცელებიდანდღემდეგამოვლენილიდადასტურებულიშემთხვევებისსაერთორაოდენობაშეადგენს 104 732-ს.გამოჯანმრთელებულიადამიანებისზრდისკუთხითდღეისმდგომარეობითაცვინარჩუნებთპოზიტიურდინამიკას. კერძოდ, ბოლო 24 საათშიგამოჯანმრთელდა 3 856 პირი, ხოლოჯამშიგამოჯანმრთელებულთარაოდენობაგაიზარდა - 85 639-მდე.

სამწუხაროდ, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 49 ახალი შემთხვევა. მათ შორის, თბილისში - 24, აჭარაში - 13, იმერეთში - 7, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 1, ქვემო ქართლში - 3, ხოლო შიდა ქართლში - 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 976 გარდაცვალების შემთხვევა.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების 4 048 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 602 შემთხვევა, აჭარა - 447, იმერეთი - 772, ქვემო ქართლი - 223, შიდა ქართლი - 241, გურია - 114, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 389, კახეთი - 164, მცხეთა-მთიანეთი - 48, სამცხე-ჯავახეთი - 44, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 18 091. მათ შორის 6 189 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 774, აჭარაში - 1 021, იმერეთში - 1 241. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 864 პირი, მათ შორის, თბილისში - 394, აჭარაში - 147, იმერეთში - 202. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 386 პირი, მათგან თბილისში - 159, აჭარაში - 114, იმერეთში - 45. 3 449 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 138 - თბილისში, 1 659 - აჭარაში, 310 - იმერეთში. 8 453 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 2 159 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 470, აჭარაში -1 100, ხოლო იმერეთში - 26. სულ 6 ოქტომბრიდან - 21 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 17 241 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 56 608 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 16 201 პირი, აჭარაში - 18 088, იმერეთში - 5 313.

49 პაციენტი გარდაიცვალა.