loader

კადრები კახეთიდან, სადაც ორსართულიან სახლში ხანძარი გაჩნდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები კახეთიდან, სადაც ორსართულიან სახლში ხანძარი გაჩნდა

ახმეტის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი სახლი იწვის. სოფელ ოჟიოში ორსართულიან შენობას ცეცხლი სავარაუდოდ, გაუმართავი ელექტროსადენებიდან გაუჩნდა. შედეგად დამწვარია საცხოვრებელი ფართის ძირითადი ნაწილი, ტექნიკა და ავეჯი.

თვითმხილველების ინფორმაციით, კვამლი სახურავიდან ამოდიოდა, რის შემდეგაც სახანძრო სამსახური გამოიძახეს. შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებულია თელავის და ახმეტის სახანძრო-სამაშველო ბრიგადები.

ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ მდგომარეობას შეისწავლიან და შესაბამის დახმარებას გაუწევენ.