"წმინდა გიორგის მადლი და ლოცვა-კურთხევა შეგეწიოთ თქვენ, სრულიად საქართველოს და მთელ მსოფლიოს" - ილია მეორე
გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ელია თეზბიტელის ტაძარში ღამისთევის მსახურება აღავლინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
პატრიარქმა დალოცა და გიორგობა მიულოცა მრევლს და სრულიად საქართველოს.
„წმინდა გიორგის მადლი და ლოცვა-კურთხევა შეგეწიოთ თქვენ, სრულიად საქართველოს და მთელ მსოფლიოს“, - ბრძანა უწმინდესმა.
ცნობისთვის, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია 23 ნოემბერს წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს.
დილიდან ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში სადღესასწაულო წირვა ტარდება. სამების საკათედრო ტაძარში წირვას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო ატარებს.
საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობას წელიწადში ორჯერ აღნიშნავს – 6 მაისს, წმინდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს, მისი ბორბალზე წამების დღეს.