loader

რას გეგმავს მთავრობა შეზღუდვებთან დაკავშირებით? - ქვეყანაში არსებული შეზღუდვები, შესაძლოა, მოდიფიცირდეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას გეგმავს მთავრობა შეზღუდვებთან დაკავშირებით? - ქვეყანაში არსებული შეზღუდვები, შესაძლოა, მოდიფიცირდეს

„არაერთხელ გაცხადდა, რომ ჩვენი სტრატეგიაიქნება მაქსიმალურად წერტილოვანი შეზღუდვების გზით წასვლა, რადგან მეტად მიზნობრივი რეგულაციები მოგვცემს საშუალებას, შევინარჩუნოთ ეკონომიკური და ბიზნესაქტივობის შესაფერისი დონე და ასევე, შევამციროთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკები", - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში არებული შეზღუდვები, შესაძლოა, მოდიფიცირდეს.

"მთავარი არის, რომ მობილობა შემცირდეს, რათა სტაბილიზაციას მაინც მივაღწიოთ. შეზღუდვები, რაც გვაქვს, მოდიფიცირება შეიძლება, შეეხოს საათების გახანგრძლივებას, შეზღუდვის დროის გახანგრძლივებას, მგზავრთა ნაკადების მართვას. ესეც სრული შეწყვეტის გარეშე, რათა მაინც შენარჩუნდეს აქტივობის გარკვეული დონე, რაც აუცილებელია ეკონომიკური და ბიზნესსაქმიანობისთვის. დეტალები დაზუსტდება და როგორ კი იქნება ამაზე საბოლოო გადაწყვეტილება, საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი" - განაცხადა თამარ გაბუნიამ.