loader

როგორ დაამარცხა ჩინეთმა კორონავირუსი და რა შეიძლება ვისწავლოთ ჩვენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ დაამარცხა ჩინეთმა კორონავირუსი და რა შეიძლება ვისწავლოთ ჩვენ

ჩინეთში, სადაც კორონავირუსი ერთი წლის წინ, 18 ნოემბერს, პირველად დაფიქსირდა და საიდანაც პანდემია მთელ მსოფლიოში გავრცელდა, ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდნენ. მეტიც, დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ ჩინეთში, მილიარდ 400 000 მოსახლეობით, 86 442-ს მიაღწია, როდესაც 4 მილიონამდე მცხოვრები ადამიანით, საქართველოში დღემდე სულ 104 732 ადამიანს დაუდგინდა კორონა ვირუსი.

 

ჩინეთში ყველა დაწესებულება, რომლებიც პანდემიამდე ღია იყო, უკვე გახსნილია. მოქალაქეებს მხოლოდ პირბადის ტარება ევალებათ. საგულისხმოა, რომ ქვეყანაში ვირუსის მეორე ტალღა დღემდე არ დაწყებულა. მიზეზად მკაცრ კარანტინს, მასიურ ტესტირებას და სათვალთვალო სისტემას ასახელებენ.

ავტორი: ნინი გაბისონია