loader

ისრაელმა ღაზის სექტორის ბაზებზე იერიში განახორციელა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ისრაელმა ღაზის სექტორის ბაზებზე იერიში განახორციელა

ისრაელის საჰაერო ძალებმა ღაზის სამხედრო კომპლექსს, მიწისქვეშა ინფრასტრუქტურას და სარაკეტო საბრძოლო მასალების ორ საწარმოს ცეცხლი გაუხსნა. ოფიციალური ისრაელი აცხადებს, რომ მისმა სამხედროებმა ჰამასის სამიზნეები ღაზაში პალესტინის ანკლავიდან სარაკეტო შეტევების საპასუხოდ ამოიღეს.

ჯარის ცნობით, ღაზის სექტორიდან რაკეტა ისრაელის მიმართულებით, სამხრეთ ისრაელის ქალაქ აშკელონში გამაფრთხილებელი სირენების გაჟღერების შემდეგ ისროლეს. დამატებითი დეტალები ჯარებს არ გაუვრცელებიათ, თუმცა საგანგებო სიტუაციების სამსახურის განმარტებით, ინფორმაცია დაჭრილების შესახებ არ აქვთ, ხოლო ისრაელის მედიის მიხედვით, ჭურვი ღია ადგილზე დაეცა.

ავტორი: ნინი გაბისონია