loader

კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი კვლავ კატასტროფულად იზრდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი კვლავ კატასტროფულად იზრდება

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების 3 801 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 118 690-ს.

ამასთან, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა კიდევ 39 პაციენტი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 1 124 გარდაცვალების შემთხვევა.

გამოჯანმრთელდა 3 200 პაციენტი. სულ კორონავირუსისგან 98 781 ადამიანი განიკურნა.