რა შეზღუდვები დაწესდება 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე - გიორგი გახარიამ წერტილოვან "ლოქდაუნებზე" ისაუბრა
14:44 / 26-11-2020
სიტუაცია არ არის მარტივი, სიტუაცია რთულია, თუმცა ეს ყველაფერი არის მართვადი - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ახლა მთავარი ამოცანაა, საქართველო პანდემიის მართვის კუთხით დაუბრუნდეს ისეთ მაჩვენებლებს, როგორიც იყო აგვისტომდე.