განათლების სფეროსთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭომ ახალი გადაწყვეტილებები მიიღო - განათლების მინისტრი დეტალებზე
15:43 / 26-11-2020
ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, მედიცინის მიმართულება სტრატეგიული მიმართულებაა ქვეყნისთვის. შესაბამისად, მედიცინის აკადემიურ პროგრამებზე უნივერსიტეტებს აქვთ უფლება, პრაქტიკული და ლაბორატორიული მეცადინეობები ჩაატარონ არადისტანციურად, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.
მისივე თქმით, სკოლები, ბაღები და პროფესიული სასწავლებლები დისტანციურ რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ.