ამირან გამყრელიძის დამაიმედებელი პროგნოზი - რამდენ დღეში ექნება შედეგი დაწესებულ შეზღუდვებს?
17:13 / 26-11-2020
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დაწესებული რეგულაციების შესრულების შემთხვევაში, იანვრის ბოლოსკენ ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებელი, სავარაუდოდ, განახევრდება. ამის შესახებ მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.