loader

მთავრობის ახალი გადაწყვეტილება, რომელიც მომავალი კვირიდან შევა ძალაში - სოფლის მეურნეობის მინისტრი დეტალებზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მთავრობის ახალი გადაწყვეტილება, რომელიც მომავალი კვირიდან შევა ძალაში - სოფლის მეურნეობის მინისტრი დეტალებზე

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილი დაასუბსიდიროს. როგორც მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პურზე ფასის ზრდა მოსალოდნელი არ არის.

"პროგრამა ამოქმედდება მომავალი კვირიდან. შესაბამისად, მოსახლეობას მინდა სრული პასუხისმგებლობით განვუცხადო, რომ პურზე ფასი არ გაიზრდება, პროგრამა კი 4 თვის განმავლობაში იმოქმედებს, 11 მარტამდე. შემდგომში ჩვენ დავაკვირდებით, როგორი სიტუაცია იქნება საერთაშორისო ბაზრებზე“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.