loader

რაზე შეთანხმდნენ ოპოზიციური პარტიების ლიდერები? - დავით ბაქრაძე დეტალებზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რაზე შეთანხმდნენ ოპოზიციური პარტიების ლიდერები? - დავით ბაქრაძე დეტალებზე

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, მეათე მოწვევეის პარლამენტის შეკრების დღეს, ოპოზიცია შეიკრიბება და ლიდერები სამ მნიშვნელოვან დოკუმენტს მოაწერენ ხელს.

ბაქრაძის განმარტებით, პირველი დოკუმენტი იქნება მთლიანად ოპოზიციური სპექტრის განცხადება, რომ არჩევნები გაყალბებულია, ამავე დოკუმენტში იქნება ოპოზიციის მთავარი მოთხოვნებიც. მეორე დოკუმენტი გულისხმობს იმ კონკრეტული ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერების განცხადებებს, ვინც უარს აცხადებს პარლამენტში შესვლაზე. მესამე დოკუმენტი კი წარმოადგენს პარტიულ განაცხადს, იმის შესახებ, რომ არც ერთი პარტია არ მოახდენს იმ დეპუტატების ჩანაცვლებას, რომლებიც პარლამენტში არ შევლენ.