loader

"ამირან გამყრელიძემ დღემდე ვერ გადახარშა როგორ მოხსნეს მინისტრობიდან... ყველამ გაიგო, რომ ის არის ქურდი" - გიორგი ჩალაძის განცხადებებს დაავადებათა კონტროლის ცენტრი ეხმაურება და ბოდიშის მოხდას ითხოვს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ამირან გამყრელიძემ დღემდე ვერ გადახარშა როგორ მოხსნეს მინისტრობიდან... ყველამ გაიგო, რომ ის არის ქურდი" - გიორგი ჩალაძის განცხადებებს დაავადებათა კონტროლის ცენტრი ეხმაურება და ბოდიშის მოხდას ითხოვს

დაავადებათა კონტროლის ცენტრი გენეტიკის ლაბორატორიის მმართველს მიზანმიმართულ ცილისწამებაში ადანაშაულებს და ბოდიშის მოხდას ითხოვს.

გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის ხელმძღვანელის, გიორგი ჩალაძის განცხადებით, საქართველოს მთავრობა დაეყრდნო არასწორ გადაწყვეტილებებს, ხოლო არაპროფესიონალებმა არასწორი პროგნოზები გააკეთეს, რომლის შედეგები ქვეყანაში უკვე დადგა. როგორც მან აღნიშნა, არასწორ გადაწყვეტილებებზე პასუხი უნდა აგოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა,

"ყველამ გაიგო, რომ ამირან გამყრელიძე არის ქურდი და მან მოიპარა ხალხის ფული" - განაცხადა გიორგი ჩალაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "ნიუსრუმში".