loader

სავარაუდოდ, სათამაშო იარაღით შეიარაღებული ახალგაზრდები “ავერსიდან“ ფსიქოტროპული წამლების გატანას ცდილობდნენ - დაკავებულია ერთი პირი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სავარაუდოდ, სათამაშო იარაღით შეიარაღებული ახალგაზრდები “ავერსიდან“ ფსიქოტროპული წამლების გატანას ცდილობდნენ - დაკავებულია ერთი პირი

როგორც "ინტერპრესნიუსს" "ავერსის" პრესსამსახურში განუცხადეს, აფთიაქში ორი პირი შევიდა, რომლებიც ფსიქოტროპული დანიშნულების მედიკამენტს ითხოვდნენ, რაც წარმოადგენს რეცეპტით გასაცემ პრეპარატს. მას შემდეგ კი, რაც არასრულწლოვნებმა ფარმაცევტისგან უარი მიიღეს, მას სათამაშო "ფისტოლეტით" დაემუქრნენ.

“ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე-მეოთხე ნაწილებით დაკავებულია ერთი პირი ბრალდებულის სახით. სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვის ფაქტზე, რაზეც დაინიშნება ექსპერტიზა, ჩატარდება საგამოძიებო მოქმედებები და შემდეგ მიეცემა საქმეს მსვლელობა. ორი პირი შევიდა, აქედან ერთი პირია ბრალდებულის სახით დაკავებული. ერთია არასრულწლოვანი”, - განაცხადა ვლადიმერ წითლაურმა.