loader

ეკატერინე ტიკარაძის აღიარება - "არის ხარვეზები და პრობლემები" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ეკატერინე ტიკარაძის აღიარება - "არის ხარვეზები და პრობლემები"

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მართვის კუთხით პრობლემები და ხარვეზები არის, რომელთა აღმოფხვრასაც ჯანდაცვის სისტემა ცდილობს.

როგორც ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საკითხის მოგვარებაში ის პირადად არის ჩართული.

„რაც შეეხება თავისუფალ საწოლებს, ეს არის მუდმივად ცვლადი პროცესი, რომელიც გაშლილია საქართველოს მასშტაბით. შესაბამისად, საჭიროებებიც სხვადასხვაგვარია. რა თქმა უნდა, არის ხარვეზები და არის პრობლემები, რომელთა იდენტიფიცირებაც ხდება. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში, 112-დან დაწყებული, ბოლო წერტილამდე, პანციენტის განთავსებამდე გავდივართ ამ ჯაჭვს; ვაკვირდებით, რა არის პრობლემა და ვცდილობთ ამ პრობლემების მოგვარებას. უშუალოდ, პირადად ვარ ჩართული ამაში და გარდა ჩემი ჩართულობისა, ჩემი ორივე მოადგილე ჩართულია და ყველა სსიპ-ის ხელმძღვანელი. მუდმივ რეჟიმში ვაკვირდებით ამ ხარვეზებს და შესაბამისად, ვცდილობთ მათ აღმოფხვრას“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ამასთან, ჯანდაცვის მინისტრმა უპასუხა დასმულ შეკითხვას საველე ჰოსპიტლების საჭიროებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ პანდემიის პირველი ტალღის დროს მარნეულში განთავსებული ინფრასტრუქტურის მსგავსი, სხვა რეგიონებში არ იგეგმება.

„ჰოსპიტალი, რომელიც მარნეულში იყო გახსნილი, არ წარმოადგენდა პირდაპირი მნიშვნელობით საველე ჰოსპიტალს. ჩვენ მას ვიყენებდით პირველადი ტესტირებისთვის და კორონავირუსის გამოვლენისთვის. შესაბამისად, ეს ინფრასტრუქტურა გამოიყენებოდა დამატებით ნაწილად იმ ჰოსპიტლის, რომლის გვერდითაც იყო განთავსებული. მსგავსი ჰოსპიტლის გამოყენება არ იგეგმება“, - განაცხადა ტიკარაძემ.