loader

ხმაური და დაპირისპირება აჭარის მთავრობის სახლთან - "რამდენიმე პირი დაკავებულია" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხმაური და დაპირისპირება აჭარის მთავრობის სახლთან - "რამდენიმე პირი დაკავებულია"

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან მომხდარი დაპირისპირებისას პოლიციამ წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ აჭარის პოლიციის უფროსმა, კოტე ანანიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ადგილზე გარკვეული პროვოკაციები ხდებოდა.

„აქციის ფარგლებში შენობაზე დაამაგრეს ბუშტები, რაზეც სამართალდამცავებმა მოუწოდეს, რომ მოეხსნათ და ამაზე მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაში გადაიზარდა. დავაკავეთ ერთი პირი და დამატებით ვაზუსტებთ. ის წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის არის დაკავებული. დღეს ადგილზე გარკვეული პროვოკაციები ხდება, რაზეც არაერთხელ მოუწოდეს პოლიციის წარმომადგენლებმა, რომ დაეცვათ საზოგადოებრივი წესრიგი, არ შესულიყვენ კონფრონტაციაში პოლიციელებთან. თუ რაიმე საკითხის გარკვევა აინტერესებდათ, გაერკვიათ და არ მოეხდინათ ძალადობრივი მოქმედებები“,-განაცხადა ანანიაშვილმა.

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვას სცადეს. ისინი სკანდირებენ: „მონებო, მონებო!“.

ადგილზე შეკრებილებმა პერფორმანსი მოაწყვეს, მათ სამთავრობო შენობასთან, სადაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის კაბინეტია, ბუშტები გაუშვეს, წარწერით: „მონა, იმოქმედე!“, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

ისინი თორნიკე რიჟვაძეს მოუწოდებენ, მოსახლეობას შეხვდეს და მათ პრობლემებს გაეცნოს.