loader

უკაცრიელ უდაბნოში მონოლითი გაჩნდა და 9 დღეში გაქრა - მეცნიერები გაურკვევლობაში არიან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უკაცრიელ უდაბნოში მონოლითი გაჩნდა და 9 დღეში გაქრა - მეცნიერები გაურკვევლობაში არიან

ე.წ. ვერცხლის მონოლითი 18 ნოემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების ოფიციალურმა წარმომადგენლებმა აღმოაჩინეს, რომლებიც ვერტმფრენით გადაადგილდებოდნენ და ველური ბუნების რესურსების სამმართველოსთან თანამშრომლობით, იუტას სამხრეთ-აღმოსავლეთით მსხვილფეხა ცხვრების რაოდენობას ითვლიდნენ. ეკიპაჟი ობიექტთან ახლოს დაეშვა და იდუმალ საგანს გამოსაკვლევად მიუახლოვდა. მათი დაკვირვებით, მონოლითი 3-დან 3.5 მეტრამდე უნდა ყოფილიყო და თითქოს ღრმად, მიწაში იყო ჩარგული. სახელმწიფო უსაფრთხოების თანამშრომლებს ობიექტის გამოჩენამ 2001 წლის ფილმი Space Odyssey მოაგონა. იუტას უდაბნოში ამოუცნობი ობიექტი როგორც მოულოდნელად გამოჩნდა, ასევე უგზო-უკვლოდ გაქრა. არავინ იცის, საიდან მოვიდა, ვინ დადგა ან ვინ წაიღო. 
ავტორი: ნინი გაბისონია