loader

ვერ აღმოვაჩინეთ ისეთი მასშტაბის გაყალბება, რასაც, შესაძლოა, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები შეეცვალა - აშშ-ის გენპროკურორი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვერ აღმოვაჩინეთ ისეთი მასშტაბის გაყალბება, რასაც, შესაძლოა, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები შეეცვალა - აშშ-ის გენპროკურორი

აშშ-ის გენერალური პროკურორის, უილიამ ბარის მტკიცებით, იუსტიციის დეპარტამენტმა ჩატარებული გამოძიების შედეგად 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში ისეთი მასშტაბის გაყალბება ვერ გამოავლინა, რაც არჩევნების განსხვავებულ შედეგს გამოიწვევდა.

უილიამ ბარის თქმით, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დარღვევებთან დაკავშირებით გამოძიებას იუსტიციის დეპარტამენტი და ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტი ატარებდნენ.

„ამ დროისთვის ჩვენ ვერ აღმოვაჩინეთ იმ მასშტაბის გაყალბება, რაც არჩევნების შედეგებს შეცვლიდა“, - განაცხადა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დონალდ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ არჩევნები მასშტაბურად გაყალბდა. მისი საარჩევნო გუნდი რამდენიმე შტატში სამართლებრივ დავას აწარმოებს. მედიის ინფორმაციით, 3 ნოემბრის არჩევნებში ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა, რომელმაც საარჩევნო კოლეგიის წევრთა 306 ხმა მოიპოვა, დონალდ ტრამპს კი კოლეგიის 232 ხმა აქვს, რაც გამარჯვებისთვის საჭირო 270 ხმაზე გაცილებით ნაკლებია.