"პირადი განცხადება მინდა გავაკეთო, დღეს ჩემს ოჯახს აქვს რთული დღე, გარდამეცვალა ოჯახის წევრი და ჟურნალისტები არ ერიდებიან ოჯახის ამ მდგომარეობას" - ეკატერინე ტიკარაძე
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატრინე ტიკარაძის განცხადებით, ზოგიერთი ჟურნალისტის მხრიდან მისი ოჯახის მიმართ გარკვეული წნეხი და ძალადობა ხორციელდება. მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მსგავსი ფაქტები დაგმო და აღნიშნა, რომ მის ოჯახზე მორალური ზეწოლა დღესაც გრძელდება.