loader

როგორ შეძლებთ 300-ლარიანი დახმარების მიღებას? - განაცხადების მიღება დღეიდან იწყება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ შეძლებთ 300-ლარიანი დახმარების მიღებას? - განაცხადების მიღება დღეიდან იწყება

300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად განაცხადების მიღება 3 დეკემბრიდან იწყება. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, იმ პირებმა, რომელთაც 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვთ საქმიანობის განხორციელების/ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება, 3 დეკემბრიდან 24 დეკემბრის ჩათვლით, უნდა წარმოადგინონ ელექტრონული განაცხადი (ელექტრონული განაცხადის წარდგენის შემდეგ პირს კიდევ 2 დღე ეძლევა ინფორმაციის დასაზუსტებლად, 28 დეკემბრის ჩათვლით), რათა რეგისტრაციის შემდეგ მიიღონ ერთჯერადი 300-ლარიანი კომპენსაცია.