loader

"არ მომკვდარა, ნინო მოკლეს" - 24 წლის გოგო მცხეთის საავადმყოფოში კოვიდ 19-ით გარდაიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"არ მომკვდარა, ნინო მოკლეს" - 24 წლის გოგო მცხეთის საავადმყოფოში კოვიდ 19-ით გარდაიცვალა

24 წლის ნინო გულიკაშვილი მცხეთის საავადმყოფოში დაბალი სიცხით შეიყვანეს, თუმცა ოჯახი ვარაუდობს, რომ გოგონა კოვიდ 19-ით მცხეთის საავადმყოფოში დაინფიცირდა, რადგან კორონავირუსზე დადებითი პასუხი მხოლოდ მესამე ტესტის ჩატარების შემდეგ დადგინდა. თუმცა, ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და ფილტვები გაეთიშა. გარდაცვალების შემდეგ კლინიკა ამტკიცებს, რომ პაციენტს დიაბეტი ჰქონდა, თუმცა ოჯახი ამბობს, რომ 24 წლის განმავლობაში გოგოს ჯანმრთელობის პრობლემა არ ჰქონია და მომხდარზე პასუხისმგებლობას საავადმყოფოს აკისრებს. 

წყარო: "მთავარი არხი"