loader

17 წლის გოგოს გარდაცვალების შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

17 წლის გოგოს გარდაცვალების შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

17 წლის გოგონას გარდაცვალებასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაციას არის სიცრუე.

„3 დეკემბერს, 03:24 სთ-ზე, 112-ში განხორციელდა ზარი, უგონო მდგომარეობაში მყოფ პაციენტთან სასწრაფო-სამედიცინო დახმარების გამოძახების მიზნით. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი გამოძახების ადგილზე 13 წუთში, 03:37 სთ-ზე მივიდა, რა დროსაც ექიმებს ახალგაზრდა გოგონა გარდაცვლილი დახვდათ.

მედიკოსების შეფასებით, გარდაცვალება კორონავირუსულ ინფექციას არ უკავშირდება.

შესაბამისად, „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და არის სიცრუე. სამინისტრო მადლობას უხდის მედიკოსებს განსაკუთრებული პროფესიული თავდადებისთვის და დაუშვებლად მიიჩნევს მათ მიზანმიმართულ დისკრედიტაციას", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც უწყება ავრცელებს.