X
იაგო ხვიჩიას პირველი კომენტარი ზურა ჯაფარიძის გადაწყვეტილების შემდეგ - "მე არსად წავალ, "გირჩი" მე ვარ..."
13:04 / 04-12-2020
იაგო ხვიჩიას განცხადებით, ის "გირჩიდან" წასვლას არ აპირებს და პარტიაში არსებული პრობლემის მოგვარებას გეგმავს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ზურაბ ჯაფარიძის გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო. ის პარტიაში მიმდინარე ცვლილებებს პოლიტიკურ პროცესებს ან მის მიერ დაწერილ პოსტს არ უკავშირებს.

"მე ზოგადად არ მჯერა, რომ მე და ზურას ამ პოსტთან დაკავშირებით განსხვავებული აზრი გვაქვს და ზურა ჯაფარიძე არ იმსახურებს ვთქვა, რომ ამ პოსტის გამო შეიძლება პარტიიდან წავიდეს. მეც ძალიან მინდა თქვენთან ერთად გავარკვიო. ნამდვილად არ ვიცი, მე, ვახოს მეგრელიშვილისგან განსხვავებით მასთან კონფლიქტი არ მქონია. გუშინწინ მეგობრები ვიყავით. ზოგადად, მე არ შევცვლილვარ და ისეთი ვიყავი. ზურა ჯაფარიძეს რა დაემართა, არ ვიცი. ზოგადად მგონია, ჩემს მეგობარს დახმარება ესაჭიროება, უბრალოდ არ ვიცი და თქვენთან ერთად ვარკვევ. პოლიტიკას შეიძლება თუ არა უკავშირდებოდეს? პროპორციული სიის სათავეში ჩვენ კი არ ვართ. ზურა ჯაფარიძეს არასდროს უთქვამს, რომ ერთი კაცის პარტიას აშენებდა, მე ვერასდროს ვერ ვიქნებოდი ასეთ პარტიაში. უბრალოდ ხალხი არსებობს, რომლებიც ასე მიიჩნევდნენ. მე არსად წავალ, მე აქ ვცხოვრობ, აქ დავიბადე. "გირჩი" მე ვარ, ზურაც "გირჩია" და რას ფიქრობდა, როცა წერდა პოსტს, მე არ ვიცი. პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით ჩვენ ერთნი ვართ, ერთ აზრზე ვართ. მე მგონია, რომ ეს არის მოწმენდილ ცაზე მეხი ჩვენთვის. ზოგადად, მე და ზურა სამყაროს ერთნაირად ვუყურებთ და შეუძლებელია აზრთა სხვადასხვაობა ყოფილიყო", - აცხადებს იაგო ხვიჩია.


ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
“ეს პანდემიაც გადაივლის, მთავრობაც შეიცვლება, ყველაფერს თავის სახელი დაერქმევა“ - ლელა კაკულია ახალ წინასწარმეტყველებას აქვეყნებს
“COVID19-ისგან თავის დაცვის კიდევ ერთი მარტივი გზა“ - ყველასთვის ხელმისაწვდომი ხერხი, რომელიც გიორგი ღოღობერიძემ გაავრცელა
“გაგიმხელთ პატარა საიდუმლოს“ - იდეალური გოზინაყის რეცეპტი გურამ ბაღდოშვილისგან
საშიშია თუ არა კორონავირუსზე ვაქცინაცია? - ლელა კაკულია უახლეს ვიდეოს აქვეყნებს და მომავალში კიდევ ერთ პანდემიას წინასწარმეტყველებს.





მეცნიერებმა გამოიგონეს ხელოვნური კანი, რომელსაც ტკივილის შეგრძნება შეუძლია
სენაკი ყურადღების ცენტრშია - საახალწლო ნაძვის ხის მორთვის უცნაურმა ხერხმა საზოგადოება გაახალისა
“ცოტა მძიმე თემაა... ეს სინდრომი საქართველოში უკვე დაფიქსირდა და ეხება ბავშვებს“ - რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა თუ შვილმა კოვიდი გადაიტანა?
“დაბადების დღეს გილოცავ ჩემო სიყვარულო“ - რა მიუძღვნა იუბილარ ნანუკა გუდავაძეს ბერა ივანიშვილმა?