როგორ შეიცვლება ნატოს მთავარი მიმართულებები მომდევნო 10 წლის განმავლობაში და რას მოგვიტანს ნატო-საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტი?
15:25 / 04-12-2020
ექსპერტების მიერ მომზადებულ 67-გვერდიან დოკუმენტში განსაკუთრებული აქცენტი გლობალურ საფრთხეებზე და არა მხოლოდ რუსეთზე კეთდება. იქ აღნიშნულია, რომ ნატომ მნიშვნელოვნად უნდა გაზარდოს მოქმედების არეალი, მათ შორის, უფრო კონცენტრირდეს კლიმატის ცვლილების, მომავალი პანდემიებისა და ტერორიზმის გამოწვევებთან ბრძოლაზე, მეორე მხრივ კი, გაუმკლავდეს ჩინეთიდან წამოსულ საფრთხეებს.
კნინდება თუ არა ჩინეთის წინ წამოწევით რუსეთის როლი და ზოგადად, როგორ შეიცვლება ნატოს მთავარი მიმართულებები მომდევნო 10 წლის განმავლობაში? ამაზე საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის დირექტორი გიორგი გოგუაძე Palitravideo-ს ესაუბრება.
ავტორი: ეკა აბაშიძე