loader

რა ხდება ამ წუთებში ჭავჭავაძის გამზირზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდება ამ წუთებში ჭავჭავაძის გამზირზე

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, საპატრულო პოლიციის ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. საქართველოს პროკურატურამ ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ავტოსაგზაო შემთხვევა ჯანმრთელობის დაზიანებით) გამოძიება დაიწყო.

როგორც „ინტეპრესნიუსს“ პროკურატურიდან აცნობეს, გამოძიებით დგინდება, რომ 5 დეკემბერს, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, მოძრავი საპატრულო პოლიციის ავტომობილი, რომელსაც საპატრულო პოლიციის პატრულ-ინსპექტორი დ.კ. მართავდა, ქვეითად მოსიარულე ე.ს.-ს შეეჯახა. დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს. მათივე ცნობით, ამ ეტაპზე პირველადი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ტარდება, რის შემდეგაც საქმეზე მიღებული იქნება შესაბამისი შემაჯამებელი გადაწყვეტილება.