პარლამენტის შენობასთან სამართალდამცავებსა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა
18:16 / 05-12-2020
პარლამენტის შენობასთან ხმაურია. სამოქალაქო ატივისტებსა და სამართალდამცავებს შორის რამდენჯერმე ჰქონდა ადგილი დაპირისპირებას. სამოქალაქო ატივისტების თქმით, მათ ჰქონდათ სურვილი პარლამენტის შენობასთან აღმართულ რკინის ჯებირებზე წარწერები გაეკეთებინათ, რისი საშუალებაც არ მისცეს.