loader

გაერომ მარიხუანა სახიფათო ნარკოტიკული საშუალებების სიიდან ამოიღო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გაერომ მარიხუანა სახიფათო ნარკოტიკული საშუალებების სიიდან ამოიღო

გაეროს კომისიამ, რომელიც ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობს, მარიხუანას მსოფლიოს ყველაზე სახიფათო ნარკოტიკული საშუალებების სიიდან ამოღებას დაუჭირა მხარი. აღნიშნული საკითხი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია გახლდათ. კერძოდ, კანაფისა და კანაფის ფისის ნარკოტიკული საშუალებების 1961 წლის კონვენციის IV დანართიდან ამოღება, სადაც ის ჰეროინთან და სხვა სინთეტიკურ ნარკოტიკულ პრეპარატებთა ერთად იყო დასახელებული. აღნიშნულ კატეგორიაში შესული ნივთიერებები მონათლულია, როგორც განსაკუთრებით მავნე , ძლიერ დამოკიდებულების გამომწვევი.

ავტორი: ნინი გოგიშვილი