X
კადრები ლილოს დასახლებიდან, სადაც ხანძარი გაჩნდა
11:19 / 07-12-2020
ლილოს დასახლებაში, სასაწყობე ფართის ნაწილში ხანძარი ლოკალიზებულია. როგორც ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა ოთარ კერესელიძემ განუცხადა, ხანძრის შედეგად 1000 კვ.მ დაიწვა.

მისივე თქმით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. რაც შეეხება შემთხვევის გამომწვევ მიზეზებს, როგორც კერესელიძე ამბობს, ჯერჯერობით დადგენილი არაა და ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.

„იყო გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად, გადარჩა ფართის ძალიან დიდი ნაწილი. საერთო ჯამში დამწვარია დაახლოებით 1000 კვ.მ ფართობის ტერიტორია, სადაც ინახებოდა პლასტმასები, ადვილად აალებადი ნივთები, საღებავები. ამ დროისთვის ხანძარი არის ლოკალიზებული“, - განაცხადა ოთარ კერესელიძემ.
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
“ამას ნაღდად არ ველოდი! იმათმა კარგად გადააკოპირეს და ორიგინალი ჩვენია“ - ვიდეო, რომელიც ინტერნეტში ნახვების რეკორდს ხსნის
“სასწრაფოდ მოსაგვარებელია! ძალიან ბევრ პაციენტს დანიშნული აქვს ერთი და იგივე“ - წამლები, რომლებიც შეიძლება არ გვჭირდებოდეს და მაინც ფულს ვხარჯავთ
"ძველი საყვარლებივით გავიპარეთ... რომ დავთვერით თითქმის უგონოდ, პირველად მითხრა" - როგორ ულოცავს ნათია ფანჯიკიძე მეუღლეს დაბადების დღეს
“თანხა იყო ძალიან შთამბეჭდავი, მაგრამ უარი ვთქვი“ - რა შემთხვევა გაიხსენა გიორგი უშიკიშვილმა პირველად ეთერში?
უნიკალური შემთხვევა სამშობიაროში - “პატარამ ძალიან იჩქარა და ქვეყნად ყველაზე დიდი სასწაულის მომსწრე გაგვხადა“
სოფო ნიჟარაძე ელის-მარიას ახალ ვიდეოს აქვეყნებს - კადრები ვარსკვლავური დედა-შვილის ბინიდან
მამა ნიკოლოზმა მრევლს 100-100 ლარი დაურიგა - რა კადრები ვრცელდება ინტერნეტში?
“სამ დღეში მინუს 2 კილო“ - თათია სულუაშვილი კვების საგანგებო რეჟიმს გვიზიარებს