loader

სანამ ევროპა და აშშ კორონავირუსს ებრძვიან, ირანი ურანით გამდიდრებას იწყებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სანამ ევროპა და აშშ კორონავირუსს ებრძვიან, ირანი ურანით გამდიდრებას იწყებს

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინფორმაციით, ირანი ცენტრალურ ქალაქ ნატანზში ასობით ახალი, გაუმჯობესებული ცენტრიფუგის დაყენებას გეგმავს, რომლის მეშვეობითაც ურანის გამდიდრებაა შესაძლებელი, რის შემდეგაც ბირთვული იარაღის წარმოება გამარტივდება. აღსანიშნავია, რომ ეს ღონისძიება 2015 წლის მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების ბირთვულ შეთანხმებას აუვლის გვერდს.

უკვე არსებული ხელშეკრულების თანახმად, ირანს მხოლოდ პირველი თაობის ნაკლებად მძლავრი ცენტრიფუგების გამოყენება შეუძლია, რომლითაც მცირე რაოდებით გამდიდრებულ ურანს იღებს, რის გამოც ხელისუფლებამ საკუთარი გეგმის განხორციელება დაიწყო. კერძოდ, ცოტა ხნის წინ მიწისქვეშა ქარხანაში 174 ცალი მეორე თაობის ცენტრიფუგი დაამონტაჟა, რომელმაც შესაძლოა, რაკეტისა და ბომბის შეტევებს გაუძლოს. საერთო ჯამში, ამ დროისთვის ქარხანაში 50 ათასზე მეტი მოწყობილობაა განთავსებული.

ავტორი: ნინი გოგიშვილი