loader

მოიხსნება თუ არა 24 დეკემბრიდან 3 იანვრამდე დაწესებული შეზღუდვები? - "მოგვეცემა შესაძლებლობა, ვიმსჯელოთ" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მოიხსნება თუ არა 24 დეკემბრიდან 3 იანვრამდე დაწესებული შეზღუდვები? - "მოგვეცემა შესაძლებლობა, ვიმსჯელოთ"

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, მთავრობის 2-თვიანი გეგმის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვებისა და ინტენსიური ტესტირების პროგრამის ეფექტურობა, აგრეთვე, მსოფლიოს ქვეყნებში Covid-19-ის მართვის პროცესში მიმდინარე ტენდენციები განიხილა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებთან გამართულ მორიგ შეხვედრაზე.

სფეროს ექსპერტების შეფასებით, დიდი მნიშვნელობა ენიჭება საზოგადოების მხრიდან დადგენილი წესების მკაცრ დაცვას, ხოლო სახელმწიფოს მხრიდან - აღსრულების კონტროლს, მათ შორის, პირბადის ტარებისა და სოციალური დისტანციის დაცვის ნაწილში.

იმუნოლოგ-ალერგოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში 65%-მდე გაიზარდა პირბადის ტარების მაჩვენებელი, ეს საკმარისი არ არის და აუცილებელია, ადამიანების 90-95%-მა ატაროს პირბადე, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში, რაც ქვეყანას ინფიცირების რაოდენობის შემცირების საშუალებას და შესაბამისად, ეკონომიკას მეტ თავისუფლებას მისცემს. მისივე თქმით, ეპიდსიტუაციის დასტაბილურების მიზნით ევროპის ბევრმა ქვეყანამ დაანონსებული შეზღუდვების გამკაცრების ან ძალაში დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.