loader

Facebook-ი შეიძლება აიძულონ, WhatsApp-ი და Instagram-ი გაყიდოს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

Facebook-ი შეიძლება აიძულონ, WhatsApp-ი და Instagram-ი გაყიდოს

Facebook-ი შეიძლება აიძულონ, საკუთარი აქტივები -WhatsApp-ი და Instagram-ი - გაყიდოს, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, აშშ-ის ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ და აშშ-ის თითქმის ყველა შტატმა კომპანიის წინააღმდეგ სარჩელები შეიტანეს, რომლებშიც აღნიშნულია, რომ Facebook-მა კონკურენტების წინააღმდეგ „იყიდე ან დაასამარე“ სტრატეგია გამოიყენა.

მოსარჩელეები Facebook-ს კონკურენტების შეძენაში ადანაშაულებენ, კერძოდ კი, ყურადღება გამახვილებულია ფოტოების გაზიარების აპლიკაცია Instagram-ზე, რომელიც კომპანიამ 2012 წელს 1 მილიარდ აშშ დოლარად შეიძინა და ასევე WhatsApp-ზე, რომელშიც Facebook-მა 2014 წელს 19 მილიარდი აშშ დოლარი გადაიხადა.

”თითქმის ათი წელია, Facebook-ი საკუთარ დომინანტურ და მონოპოლურ ძალას მცირე მეტოქეების გასანადგურებლად და კონკურენციის მოსაშორებლად იყენებს და ის ამას ყოველდღიური მომხმარებლების ხარჯზე აკეთებს”, - განაცხადა ნიუ-იორკის გენერალურმა პროკურორმა ლეტიტია ჯეიმსმა 46 შტატის, ვაშინგტონისა და გუამის კოალიციის სახელით.

აღსანიშნავია, რომ ალაბამის, ჯორჯიის, სამხრეთ კაროლინისა და სამხრეთ დაკოტის შტატები სარჩელების შეტანაში არ მონაწილეობდნენ.

Facebook-ის გენერალურმა კონსულტანტმა ჯენიფერ ნიუსთედმა სარჩელებს "რევიზიონისტული ისტორია" უწოდა და აღნიშნა, რომ ანტიმონოპოლური კანონები "წარმატებული კომპანიების" დასასჯელად არ არსებობს. მისი თქმით, WhatsApp-მა და Instagram-მა წარმატებას მას შემდეგ მიაღწიეს, რაც Facebook-მა აპლიკაციების გასავითარებლად მილიარდობით დოლარის ინვესტიცია განახორციელა.