loader

"ტვინის დაავადებები გაუჩნდათ" - როგორ დააავადეს ამერიკელი დიპლომატები რუსმა სპეცსამსახურებმა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ტვინის დაავადებები გაუჩნდათ" - როგორ დააავადეს ამერიკელი დიპლომატები რუსმა სპეცსამსახურებმა

ამერიკელი დიპლომატების ამოუცნობი ავადმყოფობის მიზეზები დადგენილია და სავარაუდო დამნაშავეც ნაპოვნია.
ამერიკის მეცნიერებათა აკადემიამ კუბასა და ჩინეთში დიპლომატების იდუმალი დაავადებების შესაძლო მიზეზების შესახებ მოხსენება გამოაქვეყნა. მანამდე ამერიკის სადაზვერვო სამსახურებმა მიიჩნიეს, რომ საელჩოებზე ე.წ. აკუსტიკური შეტევები შესაძლოა მოსკოვის ორგანიზებით ტარდებოდეს. დაზარალებულთა შორის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის მაღალჩინოსნებიც იყვნენ, რომლებიც რუსეთში იმყოფებოდნენ.
"კუბასა და ჩინეთში ამერიკელი დიპლომატების მიერ გაჟღერებული დაუდგენელი ნევროლოგიური სიმპტომები შესაძლოა მაღალსიხშირიან მიზანმიმართულ გამოსხივებასთან იყოს დაკავშირებული" - ნათქვამია 64-გვერდიან ანგარიშში, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, საინჟინრო კვლევებისა და მედიცინის განხრას დაავალა. 

ავტორი: ნინი გაბისონია