loader

ხელფასების გადახდა ითხოვეს, პოლიციამ კი დახვრიტა - რა მოხდა ერაყში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხელფასების გადახდა ითხოვეს, პოლიციამ კი დახვრიტა - რა მოხდა ერაყში

ჩრდილოეთ ერაყში Covid 19 - თან დაკავშირებულ საპროტესტო აქციებს 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის არის ერთი სამართალდამცველი. 12 აქციის მონაწილე კი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ქალაქ სულეიმანში შეკრებილი დემონსტრანტები მთავრობისგან ხელფასების დარიგებას ითხოვენ. მათი თქმით, ოქტომბრის შემდეგ არცერთ მათგანს ანაზღაურება არ მიუღია. დღეის მონაცემებით ქურთისტანის რეგიონალური მთავრობის მიერ მილიონზე მეტი ადამიანია დასაქმებული.
აქცია თავდაპირველად მშვიდობიანად მიმდინარეობდა, თუმცა მას შემდეგ, რაც დემონსტრანტებს ხელისუფლების წარმომადგენელი არ შეხვდა მათ ცეცხლი წაუკიდეს სამთავრობო შენობებსა და პოლიტიკური პარტიების შტაბებს. პოლიციამ მათ დასაშლელად ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

ავტორი: ნინი გოგიშვილი