loader

დღესასწაული შეიძლება, ძალიან სწრაფად გადაიზარდოს გლოვაში - ჯანმო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დღესასწაული შეიძლება, ძალიან სწრაფად გადაიზარდოს გლოვაში - ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი მოსახლეობას აფრთხილებს.

როგორც მან პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადღესასწაულო დღეებში მოდუნება არ შეიძლება.

”სადღესასწაულო პერიოდი დასვენების და დღესასწაულის დროა - მაგრამ ჩვენ დაცვის კუთხით ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ. დღესასწაული შეიძლება, ძალიან სწრაფად გადაიზარდოს გლოვაში, თუ ჩვენ არ მივიღებთ COVID19-ის საწინააღმდეგო სწორ ზომებს“, - აღნიშნა მან.

მისივე თქმით, მსოფლიოში დაფიქსირებულია 66 მილიონზე მეტი COVID19-ის შემთხვევა და 1.5 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა.

"ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში ყოველკვირეული სიკვდილიანობის რიცხვი დაახლოებით 60% -ით გაიზარდა. შემთხვევების უმეტესობა და სიკვდილიანობა ევროპასა და ამერიკაზე მოდის”, - განაცხადა ჯანმო-ს დირექტორმა.

მისივე განცხადებით, პანდემიამ აჩვენა, რომ ჯანმრთელობა არ არის ფუფუნება, ეს არის სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილურობის საფუძველი.

მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ვაქცინების სამართლიანად გადანაწილების პრინციპს.

"კიდევ უფრო დიდი მიღწევა იქნება იმის უზრუნველყოფა, რომ ყველა ქვეყანამ სამართლიანად ისარგებლოს მეცნიერების უპირატესობებით", - აღნიშნა მან.